„იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“ „ერისიონის“ მოცეკვავე დათო გოგრიჭიანი საუბრობს იმის შესახებ, როგორია მეუღლესთან, ნინა თოთიაურთან ერთად ანსამბლის შემადგენლობაში ცეკვა.
ნინას ოჯახური ამბავიც „ერისიონს“ უკავშირდება, მომავალი მეუღლე, დავით გოგრიჭიანი მაშინ გაიცნო, როდესაც 12 წლის იყო, სკოლის დამთავრების შემდეგ კი წყვილს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბედს ერთმანეთს დაუკავშირებდა...