„იმედის“ გადაცემაში „პრაიმშოუ“ „ერისიონის“ მოცეკვავე დათო გოგრიჭიანი საუბრობს იმის შესახებ, როგორია მეუღლესთან, ნინა თოთიაურთან ერთად ანსამბლის შემადგენლობაში ცეკვა:
„უდიდესი სიამოვნებაა ნინუცასთან ერთად ანსამბლში ყოფნა. მახსოვს, როგორ შრომობდა იმისთვის, რომ ანსამბლში ყოფილიყო, მეც ასევე. მოვხვდით ერთად, ვცეკვავთ ერთად, ვცხოვრობთ ერთად და ორი პატარა შვილი გვყავს. 30 ოქტომბრისთვის დიდი მზადება გვაქვს. სახლშიც სამ დაკვრაზე დავდივართ, გვაქვს ამის საშუალება, რომ შინაც ვიცეკვოთ. ვფიქრობთ, ძალიან მაგარი კონცერტი იქნება. უნდა მოვიდეს მაყურებელი და იხილოს მთელი საქართველო ჩვენს კონცერტზე…“
