დავით კირკიტაძის საქმე გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით ნარიმანიშვილს დაეწერა. ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები განცხადების გაკეთებას გეგმავენ.
ცნობილია, რომ 17 დეკემბერს, პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე.