„ევროპარლამენტში მოვისმინეთ, რომ დღეს ევროკავშირი ძალიან სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით სულ უფრო დამძიმებული ვითარების გამო“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.
რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.