აფხაზეთში ღიად დაიწყო საუბარი ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის თაობაზე, რაც გულისხმობს როგორც ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ობიექტების, ისე უძრავი ქონების გასხვისებას რუსულ ბიზნესზე და რუსეთის მოქალაქეებზე.
DRI-ის განცხადებით, სისხლის სამართლებრივი სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტია ბრალდებულის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს მოწმეებს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაისახოს და ეფექტიანად განხორციელდეს ცხინვალის ეპიდსიტუაციის მართვის გეგმა.
ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ბებუა უკანონო პატიმრობიდან 2029 წელს გათავისუფლდება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს პროექტს „უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის შესწავლა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენებისგან თავისუფალი საჯარო და კერძო დაწესებულებების არსებობის ხელშეწყობაა.