21 წლის ერფან რეზაეიმ ირანის ქალაქ ამოლში ირანის უზენაესი ლიდერის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია, რის შემდეგაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა მას იარაღით მხარში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
„ასრა პანაჰი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სტუდენტიდან, რომელიც არდებილში მომხდარ ინციდენტში დაშავდა. მათ თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალები, როცა მათ უზენაესი ლიდერის ქება-დიდებაზე უარი თქვეს.“– ნათქვამია ირანის მასწავლებელთა პროფკავშირის განცხადებაში.