LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში ანტისამთავრობო აქციაზე 5 ადამიანი დაიღუპა – საერთო ჯამში, დემონსტრაციებს 426 ადამიანი ემსხვერპლა

39
ირანი

ირანში ანტისამთავრობო აქციებზე 5 ადამიანი დაიღუპა. ირანის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ქურთებს გაუხსნეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ აფარებენ თავს შენობებს მომიტინგეები.

შეგახსენებთ, რომ ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.

ირანში, საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 58 ბავშვი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა 5 ბავშვი მოკლეს, მათ შორის 9 დ 13 წლის ორი ბიჭი.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.

თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

დემონსტრაციები, თავდაპირველად, კონცენტრირებული იყო ირანის დასავლეთ რეგიონში, მოგვიანებით კი მთელ ქვეყანაში გავრცელდა და გადაიზარდა ირანის მმართველი სასულიერო პირების დამხობისკენ მოწოდებებში.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აქციების დაწყებიდან დღემდე 426 ადამიანი დაიღუპა, დააკავეს 17 ათასზე მეტი.

ამავე თემაზე:

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

BBC: ირანის პოლიციამ 21 წლის ბიჭი ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატის ჩამოხევის გამო მოკლა

ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები