LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ირანის პოლიციამ 21 წლის ბიჭი ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატის ჩამოხევის გამო მოკლა

89
ერფან რეზაე

BBC-ის ინფორმაციით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა 21 წლის მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ირანის ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია.

გამოცემის ცნობით, 21 წლის ერფან რეზაეიმ ირანის ქალაქ ამოლში ირანის უზენაესი ლიდერის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია, რის შემდეგაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა მას იარაღით მხარში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

შეგახსენებთ, რომ ირანში არეულობა 6 კვირის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის უფლებადამცველი გოგო, მაჰსა ამინი, თეირანში ზნეობის პოლიციამ ირანის მკაცრი წესების დარღვევის გამო, [რომელიც ქალებს თმის ჰიჯაბით დაფარვას ავალდებულებს] 13 სექტემბერს დააკავა.

ირანის სულიერი ლიდერის სადიდებელი ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა

„ასრა პანაჰი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე სტუდენტიდან, რომელიც არდებილში მომხდარ ინციდენტში დაშავდა. მათ თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალები, როცა მათ უზენაესი ლიდერის ქება-დიდებაზე  უარი თქვეს.“– ნათქვამია ირანის მასწავლებელთა პროფკავშირის განცხადებაში.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა. თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

ამავე თემაზე:

„სიკვდილი დიქტატორს!“ – ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტები და სკოლები შეუერთდნენ

ირანის სახელმწიფო ტელევიზია: საპროტესტო აქციებზე არეულობისას, 26 ადამიანი დაიღუპა

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ირანის პრეზიდენტმა „სიენენთან“​ დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანი მის მოთხოვნას არ დაეთანხმა და თავსაბურავი არ გაიკეთა

„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს

ვიდეო: ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად, ევროპარლამენტის სესიაზე შვედმა დეპუტატმა თმა მოიჭრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g