LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის სახელმწიფო ტელევიზია: საპროტესტო აქციებზე არეულობისას, 26 ადამიანი დაიღუპა

102
0EF0CD71-854C-4565-8F68-E084BD094251

ABCnews-ის ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა ხუთშაბათს გვიან ღამით განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე 26 ადამიანი დაიღუპა.

როგორც საერთაშორისო მედია აღნიშნავს, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა რამდენიმე პოლიციელიც.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.

„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.

„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ირანში ქალების საპროტესტო აქციები გრძელდება

თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g