აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების რამდენიმე მაღალჩინოსანს ირანელი ქალების წინააღმდეგ ძალადობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა.
ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო სამსახური ავრცელებს.
„არ მინდა მოვკვდე“, „თავისუფლება ქალებს“ – ირანში ქალების საპროტესტო აქციები გრძელდება
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები შეეხო ასევე ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის, სახმელეთო ძალების, ბასიჯის წინააღმდეგობის ძალების, ასევე სამართალდამცავი ძალების შვიდ მაღალჩინოსანს.
უწყების ცნობით, ირანის მორალის პოლიცია პასუხისმგებელია 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებაზე.
„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს
შეგახსნებთ, რომ ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.
თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.