LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილი დიქტატორს!“ – ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტები და სკოლები შეუერთდნენ

91
46C6701B-1267-414C-BA25-B9D963EE6900

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტები და სკოლები შეუერთდნენ.

სოციალური მედიით გავრცელებულ ფოტოებში ჩანს მოსწავლე გოგონები, რომლებიც პროტესტის ნიშნად ჰიჯაბებს იხსნიან და სკანდირებენ ლოზუნგს: „სიკვდილი დიქტატორს!“

შეგახსენებთ, რომ ირანის მოქალაქეები უკვე 2 კვირაზე მეტია ანტისამთავრობო აქციებს აწყობენ.

ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

ირანელი უფლებადამცველი გოგო, 22 წლის მაჰსა ამინი ირანში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი მორალის პოლიციამ „თავსაბურავთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევის“ ბრალდებით დააკავა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაკავების შემდეგ, მას პოლიციელებმა ფურგონში სცემეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები“ გაუჩნდა.

თავად ახალგაზრდა გოგოს ოჯახი კი ამბობს, რომ მაჰსა ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. ცნობილია, რომ 22 წლის გოგო გარდაცვალებამდე კომაში იყო.

ამავე თემაზე: 

რეზინის ტყვიები, ხელკეტები, მასობრივი დაკავებები – ირანში, ქალთა დემონსტრაციების შემდეგ, მასშტაბური პროტესტი სტუდენტებში გრძელდება

ქალების წინააღმდეგ ძალადობის გამო, აშშ-მა ირანის მორალის პოლიციასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ირანის პრეზიდენტმა „სიენენთან“​ დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანი მის მოთხოვნას არ დაეთანხმა და თავსაბურავი არ გაიკეთა

„სიკვდილი დიქტატორს“ – ირანში აქციაზე ქალებმა ჰიჯაბები დაწვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g