"ომიკრონ" ვარიანტის გავრცელების პიკურ პერიოდს ექიმები იანვრის ბოლოდან ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ახალ შტამს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალურად გადატვირთვა მოჰყვება.
"ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და შესაძლებელია, კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში, სწორად მართონ ოჯახის ექიმებმა ბინებზე და კოვიდსასტუმროებში და არ მოხდეს რაოდენობის ზრდასთან ერთად ჰოსპიტლების გადატვირთვა" - აცხადებს ტაბიძე.