„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილის ე. წ აკრძალულ ვიზიტებზე ისაუბრა და თქვა, რომ ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა შეხვედრებზე, რომელსაც პრეზიდენტი ევროპის ქალაქებში მართავდა ხელისუფლებას არ აქვს.
„დიდი ხანია ჩვენს გუნდთან პრეზიდენტს კომუნიკაცია არ გააჩნია.. როგორ შეიძლება შემდეგ ითქვას, რომ ჩვენ ერთად ვთამაშობთ იმ თამაშს, რაც არის დღეს ქვეყანაში? ეს გამორიცხულია“