ვიდეოჩართვისას ზელენსკიმ დასავლეთის ყველაზე განვითარებული ეკონომიკების მქონე სახელმწიფოთა ლიდერებს უთხრა, რომ სასურველია ომი დასრულდეს მანამ, სანამ ზამთარი დადგება და შექმნილი პირობები უკრაინის არმიას თავდაცვას კიდევ უფრო გაურთულებს.
მიშელის განცხადებით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ "ურყევი ერთიანობა" უკრაინის მხარდასაჭერად და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.