„გუშინდელმა დღემ ალბათ ყველა დაარწმუნა, რომ შეუძლებელია საქართველოში ანტიქართული პოლიტიკის წარმოებით შედეგზე გახვიდე. შეუძლებელია სააკაშვილისა და მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის დაბრუნება ხელისუფლებაში”
ხუნდაძე გუშინდელ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი საზოგადოებაზე ქუჩაში ნადირობას განაგრძობს, მაგრამ მათ საზოგადოება გაურბის.