„მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებებზე“.
"მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე".
მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, სადაც წერია, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოლაპარაკებები პირველად ტარდება.