უწყების მტკიცებით, აუცილებელია „სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილება სრულად უნდა განახორციელოს.
"მივესალმებით ჟენევის დისკუსიების 53-ე რაუნდის გამართვას და მივიჩნევთ, რომ ფორმატს შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ცხოვრება".