"არავინ არავის უპირისპირდება, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალბატონ დეგნანს და ბევრი თანამშრომლობა გვაკავშირებს მასთან, რომელიც მომავალშიც ძალიან წარმატებული იქნება" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ლევინი, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობდა, ბოლოს კონტაქტზე 13 მარტს გამოვიდა, ის ომის ზონაში - ვიშგოროვსკის რაიონში მუშაობდა.
16 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სავარაუდოდ 15 მარტს დააკავა. ამ დროისთვის კი მისი ადგილმდებარეობა უცნობია.
"14 საათის ქართულ მხარეს ვიცდიდით, იმისათვის, რომ ჩემს ქმარს, დავიდ ფრენკელს მიეღო საქართველოში შესვლაზე უარი - ფორმულირებით "სხვა მიზეზები" - დაწერა ჟურნალისტის ცოლმა ვარვარა მიხაილოვამ.