სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოლქის საზღვრის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებს 70-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა სკოლა და ელექტროგადამცემი ხაზი.
ახალი წლის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მაკეევკაში მდებარე რუსი სამხედრო მოსამსახურეების ბაზაზე შეტევა განახორციელეს.