დაშავებული მამაკაცი ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ექიმების ცნობით, მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.
ის ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო.
ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაშავებული 53 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაშავებულ მამაკაცს თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ტრავმები აქვს მიღებული და კლინიკა "მედცენტრში" არის მოთავსებული.