"რასაც თქვენ აკეთებდით კორონავირუსის წინააღმდეგ, არაფერმა იმუშავა, მაგრამ ყველაფერმა იმუშავა ადამიანების წინააღმდეგ. ვისი პასუხისმგებლობაა ეს?" - იკითხა ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე.
"დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მობრძანდით. ვერ შემოხვალთ, თუ არ აჩვენებთ აცრის, ტესტირების სტატუსს, ანუ "მწვანე პასპორტი" აქ მუშაობს" - აცხადებს გამყრელიძე.