ეკა კუპატაძე: „დამნაშავეებზე მეტად საცოდავები დღევანდელ პროცესზე ადვოკატები იყვნენ… დემეტრე კასრაძის მამა წამოგვეჭიმა და იძულებული გავხდი, მანდატურებისთვის დამეძახა“
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვანის, ირაკლი სულაბერიძის და დემეტრე კასრაძის საქმეზე ჩვენება დღეს, გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ მისცა.
