შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
"ეს არის საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები, რომელიც მაქსიმალური წინდახედულობით ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ გრძელვადიან პროექტებში უნდა იქნეს მიმართული".
"ცალსახაა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით გარკვეული წვლილის შემტანი ევროპული ოჯახის განვითარებაში, რამეს არ შევმატებთ მას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტეგრაციის მიმართ მოტივაცია, დაინტერესება და ენთუზიაზმი მაღალი არ იქნება".
"შეგვიძლია დამატებითი ეკონომიკური სიკეთე, შემოსავალი მივიღოთ იმავე სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით, ისევე როგორც სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც ვახორციელებთ".