როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა პარტნიორებთან – ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, - ეს იყო ძირითადი თემები, რომლებზეც ლევან დავითაშვილმა და კადრი სიმსონმა ისაუბრეს.
„ეს საკითხი ასახულია ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს ეფექტიანად ათვისება, რომ ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობა განიმტკიცოს და ეკონომიკის უწყვეტ განვითარებას ხელი შეუწყოს“ - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვედარგებში, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკის განვითარების მხრივ.