„უკვე ატყობენ ძალიან სენსიტიურ თემაში შევიდნენ თვითონაც, ეს სპირალი გააქტიურებულია. 3 თვით რომ შეღავათს ნახავს საქართველოს ყველა მოქალაქე, ეს კარგია“ - ამბობს დათუნაშვილი.
დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე, სემეკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.
დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკმა მოქალაქეებს არასწორად დარიცხული და ასევე, ხანდაზმული დავალიანების სახით გასულ წელს, 1.4 მლნ ლარამდე თანხა ჩამოაწერა.