„ჩვენი მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველომ რუსეთში გაზარდა ღვინის ექსპორტი, წელს საქართველოდან რუსეთში 109 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი, მესამეზე კი - თურქეთი.