LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი და რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიები არიან – რას ვყიდით და რას ვყიდულობთ

170
export-import-57359f8c98c52

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი, რომელთანაც ბრუნვამ 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა 30%). მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელთან ბრუნვა 52%-ით 2.5 მილიარდამდე გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატმა დღეს 2022 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი სრული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 79%-ით გაიზარდა იმპორტი და ის რეკორდული 1.83 მილიარდი დოლარი იყო. 6.8%-ით, 651 მილიონ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ექსპორტი რუსეთში.

იმპორტის ზრდის წამყვანი მიზეზი საქართველოს რუსულ ნავთობპროდუქტებზე გადასვლა იყო. თუკი 2021 წელს ქვეყანამ $135 მილიონი დოლარის 225 ათასი ტონა საწვავი შეიძინა, 2022 წელს ეს რიცხვი 623 მილიონ დოლარამდე (657 ათას ტონამდე) გაიზარდა. 21 მილიონი დოლარით, 112 მლნ-მდე არის გაზრდილი რუსული გაზის იმპორტიც.

საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1) ღვინოები – $161 მილიონი, ზრდა 23%;
2) ფეროშენადნობები – $109 მილიონი, კლება 37%;
3) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) – 76 მილიონი, ზრდა 338%;
4) სპირტიანი სასმელები – $57 მილიონი, ზრდა 38%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები – $51 მილიონი, კლება 16%.

საქართველოს ტოპ 5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:

1) ნავთობპროდუქტები – $623 მლნ, ზრდა 361%;
2) ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) – $112 მილიონი, მატება 24%;
3) ხორბლის ფქვილი – $67 მლნ, მატება 478%;
4) ხორბალი – $62 მილიონი, კლება 29%;
5) კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) – $59 მილიონი, ზრდა 152%.