სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვენ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ საქართველოს დაკავებული მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას
ოკუპანტების მიერ ტყვეობაში მყოფი 33 წლის ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რიგით მე-100 შეხვედრას ესწრებიან.
ქართული მხარე საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.