„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. წინა მთავრობის მსგავსად, დღეს ჩვენი მთავრობა ყველა წარმატებას თავის თავს არ მიაწერს“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ემოციური ორი კვირა გვქონდა, ხმაზეც მეტყობა, ნაბრძოლი ხმა მაქვს... გიორგი და ბიჭები არიან გახარებულები ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი ძალიან გულდაწყვეტილებიც, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პროფესიონალიზმზე...“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის გიორგი გველესიანის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილი საუბრობს.
ეროვნული ნაკრების გუშინდელ თავგანწირულ ბრძოლას გამარჯვებისთვის არაერთი ცნობილი სახე ეხმაურება.
საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეროვნულმა ნაკრებმა თავისი შემართებით და პროფესიონალიზმით- ისტორია დაწერა
„ვიცით, რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ. აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს…“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.