LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარკვეულ ადამიანებს სურთ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებაში ხელისუფლების როლი მიიტაცონ… წინა მთავრობის მსგავსად, დღეს ჩვენი მთავრობა ყველა წარმატებას თავის თავს არ მიაწერს“ – მიხეილ ყაველაშვილი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე

183
მიხეილ ყაველაშვილი

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. წინა მთავრობის მსგავსად, დღეს ჩვენი მთავრობა ყველა წარმატებას თავის თავს არ მიაწერს“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულ ადამიანებს სურთ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებაში ხელისუფლების როლი მიიტაცონ.

„მადლობა“ – საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოშია: ფეხბურთელებს აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი ოვაციებით შეეგება

დეპუტატი ამბობს, რომ სპორტში ჩადებული ინვესტიცია ქვეყანას 100%-იან მოგებას მოუტანს. ყაველაშვილი ამბობს, რომ მთავარია, დაწყებული საქმე არ შეჩერდეს და განვითარდეს, რადგან ჩვენ მუდმივად შეგვიძლია დიდ სპორტულ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა, ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია კი 100% -იან მოგებას მოგვცემს:

„ერთად დავხვდეთ ნაკრებს“ – 2 ივლისს თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონია გაიმართება

„გარკვეულ ადამიანებს სურთ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებაში ხელისუფლების როლი მიიტაცონ. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. წინა მთავრობის მსგავსად, დღეს ჩვენი მთავრობა ყველა წარმატებას თავის თავს არ მიაწერს. ყველას ნანახი გვაქვს სატელევიზიო კადრები, სადაც გვარამია ქართულ ფეხბურთს აკნინებს და ფეხბურთელების წარუმატებლობაში მთავრობას ადანაშაულებს. წარმატების დროს კი მთავრობა და მის მიერ გაწეული საქმიანობა არავის ახსოვს. არც არავისგან ვითხოვთ აღიარებას. მთავარია, დაწყებული საქმე არ შეჩერდეს და განვითარდეს.

120 მილიონი დაიხარჯა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. ზოგი კითხულობდა – რაში ხარჯავთ ამდენ ფულსო? დღევანდელი წარმატება კი სწორედ ჩვენმა ასეთმა მიდგომამ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სპორტის განვითარებისთვის, მე ვთვლი, რომ ინვესტიცია სპორტში უნდა გაიზარდოს.

ჩვენ იმხელა ნიჭისა და პოტენციალის ქვეყანა ვართ, რომ მუდმივად შეგვიძლია დიდ სპორტულ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა. ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია 100% -იან მოგებას მოგვცემს. ამ მოგებას მოაქვს ფინანსური, ეკონომიკური, რეპუტაციული აღმავლობა. გაიზრდება ტურიზმი, დაინტერესდებიან კიდევ უფრო მეტად ქართული კულტურით და ასე შემდეგ. ნაკრების ბიჭებმა მთელ მსოფლიოს გააცნეს ეს პატარა ქვეყანა და დღეს მთელი მსოფლიო გახდა საქართველოს გულშემატკივარი. ჩვენმა ბიჭებმა და ფეხბურთმა შეუფასებელი იმიჯი შეუქმნა საქართველოს. ახლა მთავარია, რომ ამ ერთი წარმატებით არ შემოვიფარგლოთ“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო: „დიდი ხანია ელოდებოდა, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას, მე როგორც მეუღლეს გულისტკივილიც მქონდა… გიორგი საქართველოში გახდა აღმოჩენა, თორემ ირანში არის ძალიან დიდი მოვლენა“ – რას ჰყვება ლინდა კიკოლაშვილი მეუღლეზე, ფეხბურთელ გიორგი გველესიანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები