კითხვაზე, გაიზრდება თუ არა მოსაკრებლის შემცირებით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი, რომელიც წელს ისედაც 80%-ით არის გაზრდილი, ერქომაიშვილი ამბობს, რომ ამას მხოლოდ საფასური არ განსაზღვრავს, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა პარტნიორებთან – ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან.