LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა

122
მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის (EUROCONTROL) „მწვანე ცის“ დირექტორატის ხელმძღვანელს, ავიაციის მდგრადი განვითარების ერთეულის უფროსს მარლინ ბასტინისა და ამავე ორგანიზაციის ავიაციის დაზვერვის ერთეულის უფროსს დენის ჰუვეტს შეხვდა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს თანამშრომლობა EUROCONTROL-თან. აღინიშნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთაც ქვეყნის მთავრობა ღია ცის პოლიტიკის განვითარებისა და სააერნაოსნო ნაოსნობის უსაფრთხოების ამაღლების კუთხით ახორციელებს. ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში სამოქალაქო ავიაციის აღდგენის სწრაფ ტემპებს, აგრეთვე ახალ ბაზრებზე გასვლის წარმატებულ პოლიტიკას. აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული სწორი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგად, მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც სამოქალაქო ავიაციის სექტორი, ისე გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე შემოსული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელთა დიდი ნაწილი ევროპულია.   

მარიამ ქვრივიშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმარების პროცესში, რათა აეროპორტი იყოს მდგრადი და „მწვანე“.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დავალებით, საქაერონავიგაციამ, აიღო ვალდებულება, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი გეგმის შესრულებასა და დეკარბონიზაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები