LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი

გახარია: საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩების ბულინგს ვგმობ

"მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმებული თავდასხმაა ჩვენი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეების წინააღმდეგ და ღია მუქარა ჩვენი პარტნიორებისთვის" - აღნიშნავს გახარია.

ვოლსკი: დამატებით შეკითხვებს ბადებს ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? რა მოხდა ისეთი, რაც ევროპულ სივრცეში არ უნახავთ?

"მე არ მგონია, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული", - აცხადებს ვოლსკი.

დელიკატური პროცესია – ჰარცელის პროგნოზით, კითხვარზე ევროკომისიის მოსაზრება ივნისში მზად იქნება

"ველოდებით მთავრობის პასუხებს კითხვარის მეორე ნაწილზე. ჯერ არ ვიცი, როდის და როგორ დასრულდება ეს და ამიტომ ეს კითხვა მთავრობის წარმომადგენელს უნდა დაუსვათ." - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ჰარცელი: მნიშვნელოვანია პარლამენტის პრინციპული პოზიცია და სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს

"რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ ამ რეზოლუციის მიმართ ფართო მხარდაჭერა იქნება", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.