LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში გაწევრიანება

ვფიქრობ, პროცესი შეუქცევადია, ევროკავშირის ლიდერებისგან მივიღეთ მძლავრი გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ზალკალიანი

"სამივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსის განხილვის პროცესი ერთიანად იქნება დაწყებული და ერთიანად მივიღებთ ჩვენ შესაბამის პასუხებს. ევროკავშირის მიერ დაწესებულ ვადებში იქნება განხილვა" - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბელგიის პრემიერი: უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურას – მისთვის ევროკავშირის კარის დახურვა შეცდომა იქნებოდა

"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოითხოვს ბევრ რეფორმას და ლოგიკურია, რომ ეს ეტაპობრივად უნდა წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება ქვეყნები, რომლებიც გახდებიან კავშირის წევრები მზადების გარეშე" - ამბობს დე კრუ.

“იმედი გაჩნდა, პროცესი დაიძრა” – პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მსგავსად, ევროკავშირისგან საქართველომ და მოლდოვამაც მწვანე შუქი მიიღეს

"იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. არის სამუშაოს რაღაც მოცულობა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროცესი დაიძრ" - აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

რეზოლუციის პროექტი 13-პუნქტიანია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს

BBC-ის ინფორმაციით, შესაძლოა აღნიშნული პროცესი დროში გაიწელოს - არ არის გამორიცხული, რომ კომისიას დასკვნის მოსამზადებლად 18 თვე დასჭირდეს.