საკითხების განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც 23 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად მიანიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს შემთხვევაში კი ევროპული პერსპექტივა აღიარა.
"ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის დროსაც არ ყოფილა შეიარაღებული კონფლიქტი. მშვიდობა და სტაბილურობა არის ერთ-ერთი საყრდენი იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს" - განაცხადა კობახიძემ.