„მაბნევს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის, კვლავაც ხდება ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ტირანისა და მკვლელის, სტალინის განდიდება“ – ევროპარლამენტარი
ამ განცხადებასთან ერთად, ევროპარლამენტარი „სეზონი ტვ“-ის ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც წამყვანი აცხადებს, რომ „საქართველოში სტალინის ფიგურასთან ბრძოლა დაუშვებელია“ და „ნებისმიერი, ვინც სტალინის გენიას დაუპირისპირდება, მუშტს დაიმსახურებს“.
