LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო გადადო

137
Capture

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

„საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით.

ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ჩვენი კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად და ამიტომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო”, – წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტში ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქართულმა მხარემ გააუქმა – რიკარდ იოზვიაკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები