LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

136
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში, რომელიც 18 აპრილს იყო დაგეგმილი, გადაიდო. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

რა გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, 31 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე მიწვევა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან მიიღო, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები