„ევროპულ ღირებულებებზე სადაც გაკეთდა აქცენტირება და უცხოური დაკვეთების შესრულება ხდებოდა, იქ დამარცხდნენ. გერმანიაში ქალბატონ ვიოლას ვუსამძიმრებ – ახლა მოთქმა და გოდება გვიანია. თურმე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გერმანელი ხალხი ამბობდა, რომ პრობლემა მხოლოდ რუსეთი არ არის, ასევეა უცხოური გავლენები, მათ შორის ამერიკიდან“ – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, იარაკლი ზარქუა ევროპარლამენტის არჩევნებს.
„ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობა არა მხოლოდ ქართველი ხალხის უმრავლესობა, არამედ ევროპის საზოგადოების უმრავლესობა, რომელმაც ბევრ დიდ წამყვან ქვეყანაში თქვეს, რომ ისინი ემხრობიან ეროვნულ იდენტობას, სუვერენიტეტს, მშვიდობას და არა ომს“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
„ევროკავშირის მოწინააღმდეგე ფრონტი დამარცხდა, ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე ამ ეტაპზე გაგრძელდება იგივე პოლიტიკა“ - ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი, საქართველოს მოქალაქეებისთვის.