LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ არჩევნებს შეიძლება დავარქვათ ხალხის ძალა ევროპაში… ევროპელებმა უპირატესობა კონსერვატორულ მიმართულებას მიანიჭეს და არა ლიბერალურ ფაშიზმს“ – გურამ მაჭარაშვილი ევროპული არჩევნების შედეგზე

168
გურამ მაჭარაშვილი

„ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობა არა მხოლოდ ქართველი ხალხის უმრავლესობა, არამედ ევროპის საზოგადოების უმრავლესობა, რომელმაც ბევრ დიდ წამყვან ქვეყანაში თქვეს, რომ ისინი ემხრობიან ეროვნულ იდენტობას, სუვერენიტეტს, მშვიდობას და არა ომს“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემებს გამოეხმაურა.

უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, „ევროპელებმა უპირატესობა კონსერვატორულ მიმართულებას მიანიჭეს და არა ლიბერალურ ფაშიზმს, როცა კინაღამ სლოვაკეთის პრემიერი იმსხვერპლეს“

„რამდენიმე წლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად… ჯერი ჩვენზეა, დარჩება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში? – დაიხურება ეს ფანჯარაც… დავამარცხებთ – წავალთ ევროპაში“ – სალომე სამადაშვილი განმარტავს, რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი საქართველოს მოქალაქეებისთვის

მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამ არჩევნებს შეიძლება „დაერქვას ხალხის ძალა ევროპაში“.

„რა თქმა უნდა, ევროპაში ჯანსაღი ნაწილი არსებობს, რაც ამ არჩევნებმა აჩვენა. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობა არა მხოლოდ ქართველი ხალხის უმრავლესობა, არამედ ევროპის საზოგადოების უმრავლესობა, რომელმაც ბევრ დიდ წამყვან ქვეყანაში თქვეს, რომ ისინი ემხრობიან ეროვნულ იდენტობას, სუვერენიტეტს, მშვიდობას და არა ომს. საფრანგეთის პრეზიდენტს არჩევნების დანიშვნა მოუწია, შოლცის პარტია მესამე ადგილზე გავიდა, ბელგიის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა, იტალიაში „მემარჯვენეები“ ისევ დარჩნენ.

ანუ, ევროპელებმა უპირატესობა კონსერვატორულ მიმართულებას მიანიჭეს და არა ლიბერალურ ფაშიზმს, როცა კინაღამ სლოვაკეთის პრემიერი იმსხვერპლეს. სხვათა შორის, სლოვაკეთის პრემიერის მიმართვა ყველამ უნდა ნახოს – ერთი სიტყვაა შესაცვლელი, სლოვაკეთის ნაცვლად საქართველო უნდა ჩასვა და ნახავ, რა მდგომარეობაში ვიყავით. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც სიმართლე ვთქვით. ამ არჩევნებს შეიძლება, დავარქვათ ხალხის ძალა ევროპაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები – არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები