სუბარის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ საქართველომ მაინც უნდა შეასრულოს ისინი, რათა კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება ისევ საქართველოს არ დაჰბრალდეს.
ბაჩო დოლიძის თქმით, ქართული ოცნება“ სექტემბერ-ოქტომბრამდე დროის გაყვანას ცდილობს და იმისათვის, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე დაიწყოს საუბარი, საჭიროა რიგგარეშე სხდომების გამართვა, სადაც დეპოლარიზაციაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ასევე საარჩევნო თემატიკის საკითხებზე მოხდებოდა მსჯელობა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე, მმართველი გუნდის გეგმებზე მედიასთან ისაუბრა.