LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ევროსაბჭოს 12 რეკომენდაცია

ევროსაბჭოს 12 რეკომენდაცია

სუბარი: კანდიდატის სტატუსს ნაკლებად ველოდები – ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ანტიკონსტიტუციურია

სუბარის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების ნაწილი ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ საქართველომ მაინც უნდა შეასრულოს ისინი, რათა კანდიდატის სტატუსის არ მონიჭება ისევ საქართველოს არ დაჰბრალდეს.

ოპოზიციურმა პარტიებმა მივმართეთ ხელისუფლებას, ჩანიშნონ რიგგარეშე სხდომები, თუ უარს გვეტყვიან პრეზიდენტსაც მივმართავთ: ბაჩო დოლიძე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე 

ბაჩო დოლიძის თქმით, ქართული ოცნება“ სექტემბერ-ოქტომბრამდე დროის გაყვანას ცდილობს და იმისათვის, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე დაიწყოს საუბარი, საჭიროა რიგგარეშე სხდომების გამართვა, სადაც დეპოლარიზაციაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ასევე საარჩევნო თემატიკის საკითხებზე მოხდებოდა მსჯელობა. 

პაპუაშვილი: სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მიღებული მოთხოვნების შესასრულებლად, ძირითადი საქმე პარლამენტის გასაკეთებელია.

„მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით უზრუნველყოფს“ – კობახიძემ EU-ს მიერ დათქმული პირობების შესრულების გეგმა წარადგინა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე, მმართველი გუნდის გეგმებზე მედიასთან ისაუბრა.