LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარული აუდიოჩანაწერები

საპატრიარქოს განცხადება: გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული, ზოგიერთი კი, სიმართლესაც შეიცავს

"სატელევიზიო და ინტერნეტსივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები" - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

პრეზიდენტი სახალხო დამცველსა და სახელმწიფო ინსპექტორს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. 

ღუდუშაური ჩანაწერებთან დაკავშირებულ მოვლენებზე – “ეს არაადამიანურობის ფსკერის დაპყრობაა”

"პასუხი გაეცემა კითხვებს - მთელი ამ ხნის განმავლობაში ხომ არ იყო გარკვეული მოდელირება, ხომ არ გვქონდა საქმე რაიმე მონტაჟთან, გამიზნულ ქმედებასთან, რომლის მიზანიც დედაეკლესიის ფუნდამენტის შერყევაა" - აცხადებს ღუდუშაური.

მასალები მაღალი ალბათობით არ არის ფალსიფიცირებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, მოპოვებულია უკანონოდ: IDFI-მ ჩანაწერები შეისწავლა

IDFI მოუწოდებს პროკურატურას, სასწრაფო წესით გამოიკვლიოს გავრცელებული მასალების ავთენტურობა და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია.

მნიშვნელოვანი ქვეყნების ელჩების მოსმენით, “სუსი” ამ სახელმწფიოებს შეურაცხყოფას აყენებს და მათ სუვერენიტეტში იჭრება: კანდელაკი

"ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ამას უბრალოდ არ გაატარებენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი" - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი.