LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარული აუდიოჩანაწერები

ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტებზე, DRI პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს

"სახეზეა სახელმწიფო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს" - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

პასუხისმგებლობას მხოლოდ მას შემდეგ ავიღებთ, თუ გამოძიების შედეგად რომელიმე თანამდებობის პირის გადაცდომა დადასტურდება: ამილახვარი ჩანაწერებზე

"თუკი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რომელიმე თანამდებობის პირს რაიმე გადაცდომა აქვს, პარლამენტი ნებისმიერი თანამდებობის პირის მოყვანაზე და მოსმენაზე იმსჯელებს" - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი.

ჩვენს ქვეყანას ჭუჭყიანი წყალი შემოასხეს, ვინ და რატომ – არ ვიცი, მე სასულიერო პირი ვარ და ამ ჩანაწერებზე წვდომა არ მაქვს: მეუფე ნიკოლოზი

"მართალი გითხრათ, კი არ მინდა და არც მაინტერესებს, მაგრამ რომც მინდოდეს, წვდომა არ მაქვს" - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

პირველი დღეს არის ილია მეორე, აბა ივანიშვილზე ვერ გაბედავენ და ენას ვერ მოატრიალებენ: ჭიჭინაძე ჩანაწერებზე

"ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე მიახლოებისას, თვითონვე, ამ ბრძოლაში ჩაბმულები, ისეთ სისულელეს ჩაიდენენ, რომ ეს ქვეყანა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დააყენონ" - ჭიჭინაძე მმართველ პარტიაზე.

თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? მაშინ უნდა დავიჭიროთ – ხვიჩია

"ცინიზმია, როცა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" იცავს ეკლესიას და მის ინტერესებს, ერთიც და მეორეც ამ საქმეში არის გარეული დიდი ალბათობით - როგორც გადამღები, ისე გამავრცელებელი" - აცხადებს ხვიჩია.