LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხისმგებლობას მხოლოდ მას შემდეგ ავიღებთ, თუ გამოძიების შედეგად რომელიმე თანამდებობის პირის გადაცდომა დადასტურდება: ამილახვარი ჩანაწერებზე

93
გიორგი ამილახვარი

“ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ფარული მიყურადების მასალებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას მხოლოდ მას შემდეგ აიღებენ, თუ გამოძიების შედეგად რომელიმე თანამდებობის პირის გადაცდომა დადასტურდება.

როგორც ამილახვარი აცხადებს, ახლა გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ – თუ რამდენად ავთენტურია გამოქვეყნებული მასალები და თუ ავთენტურია, ვის მიერ და როგორ აღმოჩნდა ის საჯარო სივრცეში:

“პასუხისმგებლობას მხოლოდ მას შემდეგ ავიღებთ, როდესაც გამოძიების შედეგები იქნება და თუ რომელიმე თანამდებობის პირის გადაცდომა დადასტურდება. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ჩვენ ახლა გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ – თუ რამდენად ავთენტურია გამოქვეყნებული მასალები და თუ ავთენტურია, ვის მიერ და როგორ აღმოჩნდა ეს მასალები საჯარო სივრცეში.

მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები და შეფასებები. მანამდე სხვა ყველაფერი არის პირდაპირი იერიში სახელმწიფოზე და ეკლესიაზე, რათა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, წინასაარჩევნო პროცესში ჩაითრიონ და ჩირქი მოსცხონ.

თუკი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რომელიმე თანამდებობის პირს რაიმე გადაცდომა აქვს, პარლამენტი ნებისმიერი თანამდებობის პირის მოყვანაზე და მოსმენაზე იმსჯელებს. ყველაფერი სხვა დანარჩენი პოლიტიკური კეკლუცობაა.” – განაცხადა ამილახვარმა.

პოპულალურები