"ეს ფაქტი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უხეში ხელყოფაა და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიური განვითარების შესაძლებლობებს" - აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
"არ ვიცი, ჩემს შესახებ ჩანაწერებში არის თუ არა რაიმე. თუ არის და ვინმემ თუ ნახეთ, მომაწოდეთ. მე მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით" - წერს იურისტი.
"ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე", - აღნიშნულია მიმართვაში.
"მთავარი არხის" გადაწყვეტილებით, ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სასულიერო პირების კომუნიკაციის ამსახველ ჩანაწერებს. ეს აუდიოჩანაწერები ატარებს პირად ხასიათს", - წერს გვარამია.