ამის შესახებ კომპანია „ბარაქას“ დირექტორმა, ვაჟა ბერიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულად იმპორტიორებთან და ასევე, საცალო ქსელების წარმომადგენლებთან. საზოგადოებას უფრო მეტ ინფორმაციას მომავალ კვირაში მივაწვდით“.
საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები, შესაძლოა, 5-10%-ით შემცირდეს - ასეთია ბიზნესის ნაწილის ვარაუდი მომდევნო 6 თვის განმავლობაში.