LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ფემიციდი » გვერდი 2

ფემიციდი

„ღამით შევიდა, ყველას ეძინა, ბებიას, მამას და მათ შვილს, ქვით გაუსწორდა… ერთი თუ ორი კვირის გამოსული იყო… მგონი შერიგებული არც ყოფილა…“ – რას ჰყვებიან საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე

საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა

„ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო“ – საგარეჯოს კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა

როგორც მოკლული ქალის ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა. ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა.

„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს? 20 წლის მერე ეს გამოვა და მზეს დაინახავს“ – რას ამბობს ვარკეთილში, მეუღლის მიერ მოკლული ქეთევან ედიბერიძის დედა ბრალდებულისთვის 20-წლიან პატიმრობის მისჯაზე

გიორგი კავლელაშვილი დღეს სასამართლომ მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა.