სახარების მიხედვით, ამ დროს მაცხოვართან ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა.
გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია II ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა და მღვდელმთავრებსა და მონასტრების წინამძღვრებს მოუწოდა ჯანმრთელობის პარაკლისები გადაიხადონ.