„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად ჩამოყალიბება იმდენად დასაბუთებულია, რომ მიკვირს, სამი წლის წინ იგივე რატომ არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ.“– განაცხადა „პირველ არხს“ ფრიდონ ინჯიამ.
30 ნოემბერს "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პლენარულ სხდომაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ ღია წერილთან დაკავშირებით თქვა, რომ დროა ხელისუფლებამ ამ მხრივ შესაბამისი კანონი მიიღოს, სადაც ის „რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს.“
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, დადგეს თავის სიმაღლეზე, კანონისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა" - განაცხადა ინჯიამ.
გარდა ამისა, მან მაკარიძეს ჰკითხა, დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენად სწორად მიიჩნევს ის, რომ ზღვრული ასაკი ქორწინების ერთი წლით მაინც შემცირდეს.